ფსალმუნნი დავითისნი · 135 / 151
ფსალმუნი 135
ალილუია, 135
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 2.
აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 3. აუარებდით
უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4. რომელმან ქმნნა საკვირველნი
დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 5. რომელმან ჰქმნნა
ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 6. რომელმან დაამტკიცა
ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 7. რომელმან ჰქმნნა
ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 8. მზე მფლობელად
დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 9. მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად
ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 10. რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ
თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 11. და გამოიყვანა ისრაელი შორის
მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 12. ხელითა მტკიცითა და მკლავითა
მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 13. რომელმან განაპო ზღუაი მეწამული
ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 14. და განიყვანა ისრაელი შორის მისსა,
რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 15. და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა
მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 16. რომელმან განიყვანა ერი
თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 17. რომელმან დასცნა მეფენი
დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 18. და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი,
რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 19. სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე
არს წყალობაი მისი; 20. და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი; 21. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი; 22. სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი; 23. რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე
არს წყალობაი მისი; 24. და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი; 25. რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე
არს წყალობაი მისი; 26. აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი.