ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 123 / 151

ფსალმუნი 123

გალობა აღსავალთა, 123

1

არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან. 2. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ

თანა, რაჟამს კაცნი აღსდგებოდეს ჩუენ ზედა, ცხოველნიმცა ვიდრემდე შთამნთქნეს ჩუენ,

3

რაჟამს განრისხნა გულის წყრომაი მათი ჩუენ ზედა; წყალთამცა ვიდრემდე დამნთქნეს

ჩუენ, 4. ღუარსა განხდა სული ჩუენი. 5. განხდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინა

დაუდგრომელსა? 6. კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა

მათთა. 7. სული ჩუენი ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაისა; საფრხე

შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. 8. შეწევნაი ჩუენი სახელითა უფლისაითა, რომელმან

ქმნნა ცანი და ქუეყანაი. დიდებაი.