ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 114 / 151

ფსალმუნი 114

ალილუია, 114

1

შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი. 2. რამეთუ მოყო

ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას. 3. გარე-მომადგეს მე სალმობანი

სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა

უფლისასა ვხადე: 4. უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი

ჩუენი მწყალობელ. 5. დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 6. მოიქეც,

სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ. 7. რამეთუ

იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან.

8

სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდებაი.