ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 110 / 151

ფსალმუნი 110

ალილუია, 110

1

აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.

2

დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;

3

აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი

უკუნისამდე. 4. სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ

უფალი. 5. საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი.

6

და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი.

7

საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე

მცნებანი მისნი, 8. განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით

და სიწრფოებით. 9. ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი;

წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. 10. დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო

გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი

უკუნისამდე.